მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ოკუპანტებმა ჯუმბერ ფსიტიძე გაათავისუფლეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ახალუბანში, ხანდაზმული მამაკაცი, ჯუმბერ ფსიტიძე რუსმა სამხედროებმა დააკავეს.
2-საათიანი დაკავების შემდეგ, მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს. დაკავებულის ძმა, გივი ფსიტიძე ამბობს, რომ შემთხვევის დროს, მინდორში სულ 3 პირი იმყოფებოდა:
,,ორმა გაქცევა მოასწრო, ჩემი ძმა შერჩათ ხელთ. 60 წელს გადაცილებულია. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არ ვიცოდით, სად წაიყვანეს, შემდეგ გამოჩნდა და გვითხრა, რომ გაათავისუფლეს.” – ამბობს დაკავებულის ძმა.
ამჟამად, ჯუმბერ ფსიტიძე სამედიცინო დაწესებულებაშია და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მისგან სინჯებს იღებენ.
მთავარ ფოტოზე: გივი ფსიტიძე.
ფოტოები: qartli.ge