მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ორი ახალი კოვიდინფიცირებული მარნეულიდან
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ორივე ინფიცირებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოდანაა. ამ დროისთვის, მათი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 683-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 2 902 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249 პირი.
საქართველოში კრონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.