მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეებისპორტი

ფიტნეს ინსტრუქტორები სპორტდარბაზების გახსნას ითხოვენ

ფიტნეს ინსტრუქტორები ისევ სპორტდარბაზებისა და დახურული საცურაო აუზების გახსნას ითხოვენ. სპორტსმენებმა და ტრენერებმა მთავრობის ადმინისტრაციათან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. მათთვის გაუგებარია, რატომ არის სპორტდარბაზების ამუშავება რისკის შემცველი.

30 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აუზებსა და ფიტნეს-ცენტრებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მომატებული რისკის გამო, ამ ეტაპზე, მათთვის რეგულაციების მოხსნა არ იგეგმება.

მწრთვნელი მერაბ დუკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელება მაინცდამაინც სპორტდარბაზებიდან. მისი თქმით, აღნიშნულ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა, რომლებიც ოჯახებს არჩენენ და საბანკო დავალიანებებს ისტუმრებენ, უკვე 4 თვეა, ერთადერთი შემოსავალი დაკარგეს.

მოისმინეთ მერაბ დუკაშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button