მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტოს დადებით ამ საკითხზე დისკუსიის სივრცე გააქრო-პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტოს დადებით ამ საკითხზე დისკუსიის სივრცე გააქრო. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის „უხეშ ვეტოზე“ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

„სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა, სამწუხაროდ, ჯანსაღი დისკუსიისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „აგენტების კანონს“. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს პროცედურის გამოყენებით კანონპროექტს მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაში“. „აგენტების კანონი“ პარლამენტს უბრუნდება განსახილველად. ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი, 83 ხმა აქვს.
„აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მარტს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო “აგენტების კანონი”.
პარლამენტში სამივე მოსმენით მიღებული „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

მხოლოდ 67 წამი-„აგენტების“ კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ განვიხილოთ ყველა არგუმენტირებული შენიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ასეთი რიტორიკა გვესმოდა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი მზად იყო ნებისმიერი დასაბუთებული შენიშვნის განხილვისთვის.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის შესახებ ისეთი კანონი, რომლის მსგავსიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას, ვგულისხმობ გამჭვირვალობის რეესტრებს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, ავსტრალიას და ახლა უკვე კანადაც მუშაობს ამაზე. პრეზიდენტის, ოპოზიციის, საერთაშორისო აქტორების მხრიდან იყო არაერთი განცხადება, რომ მრავალი არგუმენტი არსებობს და შენიშვნა კანონთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ განვიხილოთ ყველა არგუმენტირებული შენიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ასეთი რიტორიკა გვესმოდა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება. ეს არის პოლიტიკური მოტივაციით გამოგზავნილი ვეტო, რომ საპროტესტო აქციას, მოქალაქეების ემოციებზე ზეგავლენას როგორმე შეუწყოს ხელი. ვიმეორებ. ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი არგუმენტის, დასაბუთებული შენიშვნის განხილვისთვის. იყო საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწოდებებიც, რომ პრეზიდენტმა ვეტოში ასახოს ეს შენიშვნები, მაგრამ, როგორც ხედავთ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ დაელოდა ამ შენიშვნებს, არ დაელოდა არგუმენტაციას, რომელზეც ისიც ამბობდა, რომ ჰქონდა შენიშვნები. ნაჩქარევად წარმოადგინა ვეტო, რომელშიც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია არის მოცემული. შესაბამისად, ამით მან დახურა ის სივრცეც, რომლითაც მისივე არგუმენტების, ოპოზიციის არგუმენტების ან საერთაშორისო არგუმენტების განხილვა სურდათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რუსული კანონის მიმღები ქართველი 84 დეპუტატის სია


ე.წ. აგენტების კანონზე დადებული ვეტოს შესახებ ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო ბრიფინგი გამართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. მან „ქართული ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

ე.წ. აგენტების კანონზე დადებული ვეტოს შესახებ ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგი გამართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. მან „ქართული ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

„თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც დაადო რუსულ კანონს, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს. ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – თქვა მსხილაძემ. მისი მტკიცებით, პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით და განმარტებულია, რატომ კანონი რუსული. პრეზიდენტისთვის ასევე დაუშვებელია პარლამენტში კანონპროექტის განხილვისა და მიღების ფორმები.

მსხილაძემ განმარტა, პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში შეტანილი შესწორება.

„რაც შეეხება კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ ის ერთი დღით ამოქმედდეს, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა, იმისთვის, რომ ის გაუქმდეს: კანონი თუ არ ამოქმედდა, მისი გაუქმება შეუძლებელია“, – თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

პრეზიდენტმა მანამდე საჯაროდ თქვა, რომ ვეტოს დადებით არ შევიდოდა “ყალბ, ხელოვნურ, მატყუარ” მოლაპარაკებებში. მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ რუსულ კანონს “გააპატიოსნებდა”. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

მსგავსი პოსტები

Back to top button