“საყევარიშვილი და დვალი განცხადებას ხვალ გაავრცელებენ”

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი განცხადებას ხვალ დილით გაავრცელებენ.

როგორც სალიამ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რეესტრში უკვე წარდგენილია სასამართლოს განჩინება.

“ხვალ იქნება ოფიციალური განცხადება. საჯარო რეესტრში წარდგენილია სასამართლოს განჩინება და დარეგისტრირდება სავარაუდოდ დღეს, თუ არ დარეგისტრირდა უკვე. ეს მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე დავაყენეთ. არ მაქვს უფლებამოსილება მეტი ვილაპარაკო ამ თემაზე. ხვალ დილით გაავრცელებენ განცხადებას”, – აღნიშნა სალიამ.

რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანია იმედის ყოფილი გენერალური დირექტორია, ხოლო დავით დვალი “რუსთავი 2”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button