რეგიონისიახლეები

საფრანგეთში მოკლული ალექსი გოგოუა მის მშობლიურ სახლში ჩამოასვენეს

მარსელში,7 იანვარს ურთიერშელაპარაკებისას მოკლული საქართველოს მოქალაქის 25 წლის ალექსი გოგუას ცხედარი გადმოასვენეს. – ამის შესახებ რადიო თბილისს მერის წარმომადგენელმა სოფელ ნაფიჩხოვოში ხვიჩა ლაგვილავამ განუცხადა.

“დილით ჩამოასვენეს,მეუღლე წინა დღით ჩამოვიდა. ენითაღუწერელი ტრაგედიაა ოჯახისთვის და სოფლისთვის.საქართველოს საკონსულომ და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ყველაფერი იღონეს დროზე ჩამოესვენებინათ ცხედარი, რაც ერთგვარი შვებაა კიდეც ოჯახისთვის ამხელა ტრაგედიის შემდეგ”,- თქვა რწმუნებულმა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გასული წლის აპრილში დაქორწინდა. შემდეგ კი სამი თვე მარსელში იმყოფებოდნენ, რადგან ახლობლების თქმით,თბილისში ბინის ყიდვას გეგმავდნენ და სამომავლო გეგმებს აწყობდნენ.

“აქ ვერ იშოვეს სამსახური, ოჯახს უჭირდა და იძულებული გახდნენ წასულიყვნენ”,-ამბობს ახლობელი.

ალექსი გოგუას და და მამა დარჩა.

მეუღლე უკვე დაიკითხა მარსელის პოლიციაში და მან მკვლელიც ამოიცნო. იგი მომხდარი ფაქტიდან მალე დააკავეს.

25 წლის ჩხოროწყუს მკვიდრ ალექსი გოგუას სასიკვდილო ჭრილობები უცხო ქვეყნის მოქალაქემ 7 იანვარს მარსელში მიაყენა, შედეგად ის საავადმყოფოში რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მას სამი ჭრილობა გულის არეში ქონდა მიყენებული.

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

მსგავსი პოსტები

Back to top button