მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საქართველო კოვიდაფეთქების ზღვარზე

მედიკოსების დაშვებულმა შეცდომამ ნინოწმინდაში, შესაძლოა, კოვიდაფეთქება გამოიწვიოს. ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და ინფიცირებული მამაკაცი სახლში გაუშვეს.
მათი შეცდომის შესახებ, 2 დღის შემდეგ გახდა ცნობილი. ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, საპატრულო პოლიციის თანხლებით, გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

“ვერ ვხდები, რა მოხდა. რუსეთიდან დაბრუნებულმა გავიარე სპეციალური კარანტინი. 31 მაისს გამომწერეს. როგორც მითხრეს, სრულიად ჯანმრთელი. ჩამოვედი სოფელში, ურთიერთობა მქონდა ხალხთან. ორი დღის შემდეგ მოდიან და მეუბნებიან, რომ ინფიცირებული ვარ. რაღაც გაუგებრობაა.” – ამბობს მამაკაცი.

მსგავსი პოსტები

Back to top button