მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქართველო “უსაფრთხო ქვეყნების” ჩამონათვალშია

საქართველო ევროკავშირის ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალშია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა “ლე მონდი” ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას სია ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, მედიის ცნობით, 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა საზღვრების გახსნის კრიტერიუმები შეათანხმეს და სია განიხილეს, რომელშიც მოსალოდნელი 50-ის ნაცვლად, მხოლოდ 14 ქვეყანაა შესული. ესენია: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, სერბეთი, მონტენეგრო და საქართველო.

ევროკავშირი სიის საბოლოო ვარიანტს მთავრობებთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ გამოაქვეყნებს. ჩამონათვალში შესული სახელმწიფოების მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობა 1-ლი ივლისიდან, კარანტინის გარეშე შეეძლებათ.

მიუხედავად ევროკავშირის გადაწყვეტილებისა, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1-ლ აგვისტომდე არ აპირებს.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის თარიღის ოფიციალურად დაზუსტებამდე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს ბილეთების შეძენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button