საქართველოში კორონავირუსი კიდევ 170 პირს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 562-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 11-ით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ამ ეტაპზე 1 381 ადამიანს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 90 ადამიანის ტესტირების შედეგად, 18-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ, ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან რვის მდგომარეობა მძიმეა, 19-ის კი, – საშუალო სიმძიმის.
სოჭში სამკურნალოდ ორი ადამიანი გადაიყვანეს. ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 674-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულა რაოდენობა კვლავ 186-ს შეადგენს.
მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 6 ადამიანი.