მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 937-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 10-ით გაიზარდა და 1 422-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 836 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.