მსოფლიო

იაპონიის მთავრობა ბავშვების ფიზიკურ დასჯას აკრძალავს

იაპონიის მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვნების ფიზიკურ დასჯას, როგორც აღზრდის ზომას კრძალავს. თუ დოკუმენტს პარლამენტი დაამტკიცებს, ბავშვების ფიზიკურ დასჯას მშობლებს, მეურვეებსა და სოცმუშაკებს აუკრძალავენ. 

თებერვალში იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ყველა ფაქტის შესწავლის ბრძანება გასცა. ამის საფუძველი ქალაქ ტიბაში 10 წლის გოგოს გარდაცვალება გახდა. მედიის ცნობით, მას მუდმივად  სცემდნენ, არ კვებავდნენ და სიცივეში ამყოფებდნენ. ძალადობის ბრალდებით, მოზარდის მამაა დაკავებული. 

ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს იაპონიაში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი 1380 ბავშვი გახდა, მათგან 1095-ზე ფიზიკურად ძალადობნენ, 226 კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button