ინტენსიური თოვა და შეზღუდვები

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.

აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

ხულოში, სოფელ კალოტაში კი 50 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სოფელში ელექტრო ენერგიის მიწოდება თოვლის მოსვლასთან ერთად შეწყა. ამ დროისთვის კალოტაში თოვლის საფარი 35 სმ აღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button