მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს, ოთხივე მათგანი ადმინისტრაციის თანამშრომელია.

მათივე ცნობით, ინფიცირებულები დისტანციურად მუშაობდნენ და სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

18 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 3 119 პირი; გამოჯანმრთელებულია – 1 435; მათ შორის, გარდაცვლილია – 19; კარანტინის რეჟიმში რჩება – 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი.

მათ შორის, საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button