ჟურნალისტის ცემისა და მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
სამი პირი დააკავეს ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის ფაქტზე.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი უკვე ყოფილი პოლიციელია – ის სამსახურიდან გასვიანის ცემის გამო გაათავისუფლეს.
მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. შემთხვევა ბორჯომში, ერთი თვის წინ მოხდა.
ჟურნალისტი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი ორ პირთან ერთად მას ფიზიკურად გაუსწორდა. დაკავების ფაქტზე პროკურატურა განცხადებას დღეს გაავრცელებს.
დაკავებულთა ადვოკატის ირაკლი ბარამიძის და ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ხმა ►