fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ტაჯიკეთში ფეხბურთის სეზონი იხსნება

57
Share Button

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში ყველა სპორტული შეხვედრა გადაიდო, ტაჯიკეთის ფეხბურთის სეზონი იწყება.

შუა აზიის ამ ქვეყანაში, სადაც 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა.

ტაჯიკეთის სუპერთასის გათამაშების ფინალში, 4 აპრილს ერთმანეთს „ისთიქლოლი“ და „ხუჯანდი“ ხვდებიან, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, შეხვედრა ქომაგების გარეშე გაიმართოს.

5 აპრილს უკვე ლიგის შეხვედრებიც ასევე დახურულ კარს მიღმა გაიმართება. სპარსული ახალი წლის, ნავროზობის აღნიშვნის დროს, დიდი აღლუმების, კონცერტების და სპორტული შეხვედრების გამართვის გამო, ტაჯიკეთის მიმართ კრიტიკა გაისმა.

ტაჯიკეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი