მსოფლიოსიახლეები

იტალიის პრემიერ-მინისტრი დაკითხეს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ლომბარდიის პროკურორმა კორონავირუსის პანდემიის საკითხთან დაკავშირებით დაკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრი კიჯის სასახლეში დაკითხეს, როგორც „ინფორმირებული პირი“.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დაკითხვამდე განაცხადა, ის აპირებდა ესაუბრა ყველაფერზე, რაც იცოდა.

„მოსახლეობის უფლებაა იცოდეს ყველფერი, ჩვენ კი გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ვუპასუხოთ თითოეული მოქალაქის შეკითხვას.“ – აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ახლობლების მხრიდან პროკურატურაში საჩივრები შედიოდა. მოქალაქეები ქვეყნის მთავრობას, კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად, რეგიონის ორ ქალაქში, ალზანოსა და ნემროში, საკარანტინო რეჟიმის დაგვიანებით დაწესებაში ადანაშაულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button