კრიმინალიკრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

Zoom Earth: “სატელიტის ფოტო ბაჩალიაშვილის საქმეზე ტოტალურად ყალბია”

თამარ ბაჩალიაშვილი

ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დაცვის მხარის მიერ რამდენიმე დღის წინ მედიასთან მტკიცებულების სახით გასაჯაროებული სატელიტური ფოტოს სიყალბეს, ტვიტერზე მიმდინარე დისკუსიაში ადასტურებს ონლაინ Zoom Earth, რომლის საძიებო პანელიც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ გრაფიკულ გამოსახულებაში ჩანდა.

“სქრინშოტი ტოტალურად გაყალბებულია. რეალურ დროში მყოფი გამოსახულებები ხელმისაწვდომია მხოლოდ მასშტაბის დაბალ დონეზე, სადაც ჩანს ქალაქები/ღრუბლები. შენობების/მანქანების გამოსახულება თვეების ან წლების წინანდელია [ჩვენს პლატფორმაზე]”. – წერს Zoom Earth-ის ოფიციალური არხი ტვიტერზე ერთ-ერთ დისკუსიაში, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეში არსებული სატელიტური ჩანაწერების ავთენტურობას განიხილავდა.

მიხეილ რამიშვილი

„ფორმულას” ეთერში 8 სექტემბერს გასაჯაროებული სატელიტური ფოტოების შემდეგ მიხეილ რამიშვილი 9 სექტემბერს პროკურატურაში დაიბარეს და სთხოვეს, დაესახელებინა წყარო, რომელმაც გრაფიკული მასალა მიაწოდა. ადვოკატის მტკიცებით, მის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს თანამგზავრიდან 2020 წლის 19 ივლისს გადაღებული სოფელ მაწევნის ტერიტორია, სადაც 4-დღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ადვოკატი ამ გრაფიკული მასალით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა მას ეძებდნენ, იქ არ იყო და მოგვიანებით, უკვე გარდაცვლილის ცხედრით, სხვა პირებმა მიიყვანეს საავტომობილო გზის ნაპირას ტყის სიახლოვეს. შესაბამისად, დაცვის მხარე და გარდაცვლილის ოჯახი ამ მტკიცებულების გათვალისწინებით ითხოვენ გამოძიების მუხლის შეცვლას თვითმკვლელობის ნაცვლად, მკვლელობის მუხლით. ბაჩალიაშვილის დედა ეჭვობს, რომ მოხდა ჯგუფური, ორგანიზებული მკვლელობა. პროკურატურა კი, დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ვიზუალური მასალის ავთენტურობის დასადგენად, ექსპერტიზას ატარებს.

ბაჩალიაშვილის დაცვის მხარის მიერ გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებს ინტერნეტმომხმარებლები სხვადასხვა ფორუმსა და სოციალურ ქსელში განიხილავენ. ისინი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ გავრცელებული მასალა 2019 წლის შემოდგომას ასახავს და არა 2020 წლის ზაფხულს და იმაზეც, რომ ის რამდენიმე შრეს მოიცავს და სხვადასხვა დეტალით არის “აწყობილი”.

წაიკითხეთ ასევე:

რამ გამოიწვია ბაჩალიაშვილის სიკვდილი – ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე FBI-მ უარი განაცხადა

რატომ არ ჩაერთვება FBI ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში

ექსპერტიზა: თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი პრეპარატებმა გამოიწვია

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს დღეს ექსპერტიზას ჩაუტარებენ

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – მასშტაბური აქციები 10 სექტემბრიდან გაგრძელდება

ბაჩალიაშვილის დედა: ჩემ შვილს ფული ყარაბაღში იარაღისთვის გადაარიცხინეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან მასშტაბურ აქციას გამართავს

ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზას „ჰიუნდაის“ ექსპერტები დააკვირდებიან

შსს თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაზე მიანიშნებს

თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუკი შესაძლოა მემკვიდრეების მოთხოვნით წაიშალა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ახლა უკვე ორი მუხლით მიმდინარეობს

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსმა იპოვა

თამარ ბაჩალიაშვილი წარმოშობით საინგილოდან იყო

თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

 

მსგავსი პოსტები

Back to top button