fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

6-მდე გაიზარდა ლაგოდეხში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი

ლაგოდეხში ახალი შემთხვევა წინა კლასტერთან კავშირში არ არის. შეგახსენებთ, რომ მანამდე,11 სექტემბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს

DCIM100MEDIADJI_0009.JPG
1 274

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 6-მდე გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი – ინფორმაცია დაავადებათა კონტროოლის ეროვნული ცენტრის კახეთის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმაც დაადასტურა. 

გია გოზალიშვილი

რადიო ჰერეთთან საუბარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი გოზალიშვილი ამბობს, რომ პიროვნებას, რომელსაც აჭარაში მოგზაურიბის ისტორია აქვს, ინფექცია დღეს დაუდასტურდა.

გოზალიშვილის თქმით, ინფიცირებულის ოჯახის წევრებს კოვიდ19 არ აღმოაჩნდათ.

ამ ეტაპისთვის სხვა კონტაქტების ტესტირების პროცესი მიმდინარეობს.

მოუსმინეთ გიორგი გოზალიშვილის ხმას

 

ლაგოდეხში ახალი შემთხვევა წინა კლასტერთან კავშირში არ არის.

შეგახსენებთ, რომ მანამდე,11 სექტემბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს მ. ა-ს, მოგვიანებით კი მისი ოჯახის 4 წევრს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ლაგოდეხიდან დედაქალაქში სულ 12 ნიმუში იყო გაგზავნლი. გიორგი გოზალიშვილის თქმით, ლაგოდეხში მასიური ტესტირება ჯერჯერობით არ იგეგმება.

მოუსმინეთ და წაიკითხეთ ასევე:

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი