მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – ინფიცირებულთა რაოდენობა 8 მილიონს უახლოვდება

საუდის არაბეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობამ, ერთი დღე-ღამის განმავლობაში, პირველად გადააჭარბა 4 ათასს.
სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სამეფოში 4 233 ინფიცირებული იქნა გამოვლენილი. სულ საუდის არაბეთში დაფიქსირდა COVID-19 ინფექციის 127 541 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 84 720 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 972.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით, საუდის არაბეთი არაბულ ქვეყნებს შორის კვლავ პირველ ადგილზეა. მაისის ბოლოს ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შემზღუდავი ზომების შემსუბუქებას იწყებს. მათ შორის, მთელ ქვეყანაში გაუქმდა კომენდანტის საათი, გაიხსნა მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, მეჩეთებში განახლდა პარასკევის ლოცვები.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ადამიანი გარდაიცვალა. 172-ს კი, ვირუსი დაუდასტურდა.

სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 187 580 შემთხვევაა აღწერილი. ინფიცირებულთაგან 8 867 გარდაიცვალა, 172 200-მა კი, ვირუსის დამარცხება შეძლო.

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბელარუსში კორონავირუსით კიდევ 732 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი, 53 973-ს მიაწღია.

გარდაიცვალა კიდევ 5 ადამიანი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, ქვეყანაში სულ 308 პაციენტი გარდაიცვალა, 30 103 კი, გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა და 648 ადამიანს ვირუსი დაუდადსტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 889-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცვმა კი, 31 154-ს მიაღწია. 14 082-მა ადამიანმა ვირუსის დამარცხება შეძლო.

უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 7 921 540 შემთხვევაა დადასტურებული; 433 298 ადამიანი გარდაიცვალა; 4 070 377 პირი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button