კომპანია Microsoft-მა Microsoft-ის სიახლეებისა და MSN ორგანიზაციებიდან ათეულობით ჟურნალისტი გაათავისუფლა.
Microsoft-ს სურს, რომ თავის ვებ-გვერდებზე, მაგალითად, MSN.com-ზე, სიახლეები ჟურნალისტების ნაცვლად, ხელოვნურმა ინტელექტმა შეარჩიოს.
კომპანიაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიმდინარე კორონავირუსის პანდემიას არ უკავშირდება.
“ყველა კომპანიის მსგავსად, ჩვენ რეგულარულად ვაფასებთ ჩვენს ბიზნესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გაზრდილი ინვესტიცია ზოგ ადგილებში და დროდადრო, ხელახლა განლაგება სხვაგან”. – განაცხადა კომპანიის სპიკერმა.
ამერიკული მედია წერს, რომ ამჟამად, აშშ-ში 50 თანამშრომელი გაათავისუფლეს, ბრიტანეთში, – 27.
Microsoft-მა MSN 1995 წელს შექმნა, Microsoft-ის სიახლეები, – 2018 წელს. მაშინ კომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული საიტებისთვის, მსოფლიოს 50 ლოკაციიდან 800-ზე მეტი რედაქტორი მუშაობდა.
კომპანია Microsoft-ს სიახლეების ვებ-გვერდებზე რედაქტორები სხვადასხვა წყაროებიდან ტოპ სიახლეების შესარჩევად სჭირდებოდა. ახლა მათ საქმეს ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს.