მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“პლაქვენილი” კვლავ არარეკომენდირებული გახდა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) COVID-19-ის მკურნალობისთვის მედიკამენტების – „ჰიდროქსიქლოროქინისა“ და „ქლოროქინის“ საგანგებო შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიკამენტის შესახებ არსებული კვლევების განხილვის შემდეგ, FDA-მ დაადგინა, რომ მედიკამენტები არ აკმაყოფილებს “ნორმატიულ კრიტერიუმებს” გადაუდებელი მოხმარების ნებართვის მისაღებად, რადგან სავარაუდოა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინი“ და „ქლოროქინი“ COVID-19-ის მკურნალობაში უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე, ეფექტური არ არის.

”FDA–მ ახალი ინფორმაციის და თანდართულ მემორანდუმში განხილული სხვა ინფორმაციის საფუძველზე, დაასკვნა, რომ HCQ-სა და CQ-ს არ არის მიზანშეწონილი COVID-19–ის სამკურნალოდ. არ არის მიზანშეწონილი იმის მტკიცება, რომ ამ მედიკამენტის ცნობილი და პოტენციური სარგებელი აჭარბებს მათ გამოყენებასთან ასოცირებულ რისკებს.” – აცხადებს FDA–ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მეცნიერი დენიზ ჰინტონი.

შეგახსენებთ, პრეპარატი “პლაქვენილი”, იგივე „ჰიდროქსიქლოროქინი“, FDA-მ რეკომენდირებულ მედიკამენტთა სიაში რამდენჯერმე ჩასვა და ამოიღო. ბოლო შემთხვევა, რიგით, მესამეა. ქართველი მედიკოსები აღნიშნულ პრეპარატს ჯერ კიდევ მანამდე იყენებდნენ, ვიდრე FDI შესაბამის რეკომენდაციას გასცემდა. შემდეგ კი, უცხოელი კოლეგების რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button