კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

პროკურატურამ მიხეილ რამიშვილს ფოტოების წარმომავლობის გამჟღავნება მოსთხოვა

საქართველოს პროკურატურა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის გასაჯაროვებული ფოტოების ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს. პროკურატურამ მიხეილ რამიშვილს ფოტოების წარმომავლობის წყაროს დასახელება მოსთხოვა, რაზეც ადვოკატი არ დათანხმდა.

მიხელ რამიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 8 სექტემბერს გაასაჯაროვა ფოტოები, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვევა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი, სატელიტური თანამგზავრი, კომპანია, ქვეყანა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, ასევე დაესახელებინა წყარო, ვისი მეშვეობითაც მოიპოვა აღნიშნული ფოტოები, რათა გამოძიების მიერ მომხდარიყო ოფიციალური საერთაშორისო სამართლებრივი წყაროებით გადამოწმება და გამოთხოვა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო უწყებაში, მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან. უწყების თქმით, მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა მხოლოდ 2 ფოტო და ვინაიდან არ წარმოუდგენია მათი წარმომავლობის წყარო და შესაბამისი მონაცემები, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე.

რადგან არსებობს აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ეჭვი, იმის დადგენის მიზნით ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებს პროკურატურა.

საქართველოს პროკურატურამ აგრეთვე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში, მისი მანქანის აღმოჩენის ადგილის სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით უკვე მიმართა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც სატელიტურ ფოტოგადაღებასთან არის დაკავშირებული.

ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის სატელიტით გადაღებული ფოტოები.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და იმ კომპანიების მოძიებას, რომლებიც შეძლებენ 18-22 ივლისის პერიოდში, აღნიშნული ტერიტორიის ამსახველი სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალის მოწოდებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

პროკურატურის გასაჯაროებული დასკვნით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი მედიკამენტების დიდი დოზით მიღებამ გამოიწვია. ბაჩალიაშვილის ოჯახმა ქართულ საგამოძიებო ორგანოებს უნდობლობა გამოუცხადა და საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების ჩართვა მოითხოვა, თუმცა, FBI-მ აგრეთვე უარი განაცხადა საქმის გამოძიებაში ჩართვაზე.

წაიკითხეთ ასევე:

რამ გამოიწვია ბაჩალიაშვილის სიკვდილი – ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე FBI-მ უარი განაცხადა

რატომ არ ჩაერთვება FBI ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში

ექსპერტიზა: თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი პრეპარატებმა გამოიწვია

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს დღეს ექსპერტიზას ჩაუტარებენ

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – მასშტაბური აქციები 10 სექტემბრიდან გაგრძელდება

ბაჩალიაშვილის დედა: ჩემ შვილს ფული ყარაბაღში იარაღისთვის გადაარიცხინეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან მასშტაბურ აქციას გამართავს

ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზას „ჰიუნდაის“ ექსპერტები დააკვირდებიან

შსს თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაზე მიანიშნებს

თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუკი შესაძლოა მემკვიდრეების მოთხოვნით წაიშალა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ახლა უკვე ორი მუხლით მიმდინარეობს

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსმა იპოვა

თამარ ბაჩალიაშვილი წარმოშობით საინგილოდან იყო

თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

მსგავსი პოსტები

Back to top button