ქართული ოცნების განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის მეორე ენად შეტანას აპირებს
ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი-სამინისტრო ჩინურ ენაზე

ქართული ოცნების განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ზოგადი განათლების ახალი ხედვა განიხილა.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წულაძის ინიციატივით სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლება და ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება დაიწყება.
ოცნების განათლების სამინისტრომ ასევე განიხილა, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე ქართული ენის სტანდარტის დამტკიცება. ამასთან, მათი თქმით, აქცენტი გაკეთდება არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე.
შეხვედრაზე ქართული ოცნების მინისტრმა ასევე მასწავლებელთა კარიერულ წინსვლაზე ისაუბრა და მისი მტკიცებით, ამ მიმართულებით ისინი მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სქემის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც საზოგადოებას ზაფხულში წარედგინება.
“ჰუმანიტარული განათლების ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლეებში პატრიოტულ ღირებულებებსა და ეროვნულ ფასეულობებს. შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ორი მიმართულების შეთავაზებას. ერთი მხრივ, მათ საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ აკადემიური კუთხით და ისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები ინტენსიურად; მეორე მხრივ, პროფესიული მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებული პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა და ატესტატთან ერთად, პროფესიული დიპლომი მიიღონ.
ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით, განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო და ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ასევე, მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე, რაც პროცესს მეტად გამჭვირვალესა და ინკლუზიურს გახდის. დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში სულ მცირე ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას.” – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაშია ნათვქვამი.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკოლა ვალდებულია მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს, სულ მცირე, ორი უცხო ენა.
პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის, არის ინგლისური ენა – მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება.
სამინისტროს ცნობით, ვინაიდან ჩინურის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე მუშაობა დაიწყება.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა.
მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს.
სკოლა ვალდებულია მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს სულ მცირე ორი უცხო ენა.
დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ – ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა.
ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე.
ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში სულ მცირე ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.