მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“რუსთავი 2”-ის 400-მდე თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

“რუსთავი 2”-ის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ის ერთ ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, COVID 19-ის ტესტი ტელეკომპანიის 400-მდე თანამშრომელსაც გაუკეთეს.
ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის თქმით, ცხომელიძეთან უფრო ახლო და უშუალო კონტაქტის მქონე პირებს განმეორებითი ტესტირება ორშაბათს, 14 სექტემბერს უწევთ.
“რუსთავი 2”-ის გარდა, კორონავირუსი კიდევ ერთ მედიაში გამოვლინდა. 9 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა “ტვ პირველის” ერთ ჟურნალისტს. ვირუსით არ დაინფიცირებულან არხის სხვა თანამშრომლები.