მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 479-ე დღე-ოკუპანტები უკრაინელების მიზანმიმართულ განადგურებას განაგრძობენ

გუშინ ოკუპანტებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს – ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, 2 ადამიანი, ხოლო დაშავდა 25 მშვიდობიანი მოქალაქე.

უწყების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში მშვიდობიანი დასახლებები 75-ჯერ დაბომბეს, მათ შეუტიეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და დაბომბეს საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და სავაჭრო დაწესებულების შენობებში.
17 ივნისს რუსეთის არმიამ ხარკოვის რაიონის სოფელ გურიევ კაზაჩოკში სამოქალაქო მანქანას ესროლა, თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ განაცხადა.სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა, რომელმაც დამწვარი მანქანის ფოტო და ცნობა ტელეგრამის არხით გაავრცელა.
მისივე ცნობით, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა დასახლების მიმართულებით მოძრავ სამოქალაქო მანქანას მოხვდა – მანქანაში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

“დეტალები დგინდება. ეს არის რუსების მორიგი ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

რუსი სამხედროები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ყოველ ჯერზე უარყოფს, თითქოს მისი სამხედროების თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყოს.
ოკუპანტებმა მასიური შეტევა განახორციელეს კრივი რიჰზე 13 ივნისს – თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, რადგან მოქალაქეს მძიმე დამწვრობები ჰქონდა.
117 აფეთქება დაფიქსირდა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებში.
ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში მის საცხოვრებელ სახლზე ოკუპანტების თავდასხმის შემდეგ გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button