მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ლაგოდეხსა და ახმეტაში COVID19-ის შემთხვევები გაიზარდა

კახეთში კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. კოვიდ-19-ის შემთხვევები ლაგოდეხსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში დაფიქსირდა.

ნელი ხიზანიშვილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული უკვე დაფიქსირებულ შემთხვევებთან კონტაქტია.

“ლაგოდეხის შემთხვევა დაკავშირებულია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის უკვე გამოვლენილ ფაქტთან, ხოლო სოფელ მატანში ინფიცირებული პირი ქორწილოს კლასტერიდან არის. ორივე მათგანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. რაც შეეხება სკოლის მოსწავლის კონტაქტებს ლაგოდეხში, არც ერთს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. ამის მიუხედავად, ისინი მაინც რჩებიან თვითიზოლაციაში. კახეთიდან ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია.” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ეპიდემიოლოგები დაფიქსირებული კონტაქტების კვლევას აგრძელებენ. ლაგოდეხში, ვირუსის პირველი შემთხვევა 13 სექტემბერს, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, 9 სექტემბერს გამოვლინდა.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსის 32 დადასტურებული შემთხვევაა.

წაიკითხეთ ასევე

მსგავსი პოსტები

Back to top button