მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხში კოვიდ 19-ის შემთხვევათა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

კახეთში კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

კოვიდ-19 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც 16 სექტემბერს, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში ცხელებით შევიდა. ტესტირების შედეგად, მას კორონავირუსი გამოუვლინდა.

ნელი ხიზანიშვილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.

“ამ ეტაპზე, წყარო უცნობია, მაგრამ გვაქვს ვარაუდი, რომ ეს შემთხვევა უკავშირდება აჭარას, საიდანაც მისი ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ 14 სექტემბერს. მათ ავუღეთ ბიოლოგიური მასალა და ხვალ პასუხი გვეცოდინება. წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია სიღნაღშიც, სადაც 8 კონტაქტია გამოკვეთილი და ყველა გადაყვანილია თვითიზოლაციაში. დადასტურებული შემთხვევები, ჯერჯერობით, აღარ გვაქვს მატანში და ველისციხეში.” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსის 29 დადასტურებული შემთხვევაა.

ამავე თემაზე ნახეთ:

მსგავსი პოსტები

Back to top button