ლაგოდეხში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა

კოვიდ 19-ის ორი ახალი დადსტურებული შემთხვევაა ლაგოდეხში. ჯამში აქ შემთხვევათა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ოჯახის კლასტერია.
როგორც ირკვევა, მოზარდი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მეზობელია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი გოზალიშვილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ სასწავლო წლის დაწყების მიუხედავად 14 წლის მოზარდი სკოლაში არ მისულა, თუმცა მეზობელთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.
მეორე ინფიცირებული კი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობს. კაცის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია. ვირუსი მას გურჯააანის კლინიკაში გამოუვლინდა.
გიორგი გოზალიშვილის თქმით, ამ წუთებისთვის ეპიდემიოლოგები ყველა წყაროს კონტაქტების დასადგენად მუშაობენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურში ჰერეთს ასევე უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის ჯამში 39 კონტაქტს ამოწმებენ. 16 სექტემბერს გამოვლენილი ერთი ინფიცირებულის 27 კონტაქტის და სოფელ ფონის მოსახლეობდან აღებული 12 კონტაქტის ბიოლოგიური მასალის პასუხს ელოდებიან.
გოზალიშვილის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები გადაუდებელი დახმარების სამსახურის ბრიგადებს სხვადასხვა სტაციონარში არსებულ თავისუფალ ადგილებზე კონფიდენციალურობის დაცვით გადაყჰავთ.
მოუსმინეთ გიორგი გოზალიშვილის ხმას
კახეთის რეგიონში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 30 შემთხვევა.
ყველაზე მეტი შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშია, სადაც 17 სექტემბრის მონაცემებით -13 ინფიცირებულია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში – 7, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – 8 და სიღნაღში – 2.
წაიკითხეთ ასევე
- ლაგოდეხში კოვიდ 19-ის შემთხვევათა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა
-
კახეთში, ოთხი კოვიდინფიცირებული პირიდან, ორი შსს-ს თანამშრომელია
-
6-მდე გაიზარდა ლაგოდეხში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი
-
LIVE : კახეთში Covid19-ი 10 წლის მოზარდს დაუფიქსირდა – ვითარება სამ კლასტერად იყოფა
-
BREAKING LIVE – კახეთი წითელი ზონაა – 23 ახალი შემთხვევა
-
მთავრობა: “საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება”
-
ლაგოდეხში კორონავირუსის 5 შემთხვევაა
-
15 ახალი შემთხვევა კახეთში – მატანში სამედიცინო პუნქტი განთავსდა
-
სოფელ მატანში სასწავლო პროცესი შესაძლოა არ დაიწყოს
-
“საფრთხე რომ COVID19 ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტში გავრცელდეს არ არსებობს”
-
ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთ უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდა
-
პირველი ინფიცირებულის 7 კონტაქტი კახეთში