მნიშვნელოვანიმსოფლიო
სროლა YouTube-ის ოფისში
აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარე სან-ბრუნოში, კომპნაია YouTube-ის შტაბ-ბინაში სროლა მოხდა.
კომპანიის თანამშრომლები ევაკუირებული არიან შენობიდან. სროლის ადგილზე პოლიცია იმყოფება. არიან დაჭრილები. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ადგილობრივი მედია, სამართალდამცავ ორგანიებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ის ადგილობრივი მკვიდრი 39 წლის, ნასიმ აგდამია. გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია თავდასხმის ზუსტი მოტივი.
წინასწარი ინფორმაციით, ქალმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც ოფისის 3 თანამშრომელი ცეცლხსასროლი იარაღიდან დაჭრა.