მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრემლი ევროპის კავშირის სანქციების ბოლო პაკეტის საპასუხო ზომებს მიმართავს

კრემლმა 16 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ევროპის კავშირის სანქციების ბოლო პაკეტის საპასუხო ზომებს მიმართავს.

განცხადების მიხედვით, ის ამ ეტაპზე სწავლობს 15 დეკემბერს შეთანხმებულ სანქციებს და შემდეგ ჩამოაყალიბებს, როგორი პასუხი გასცეს მათ.

15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მომავალ წელს 18 მილიარდ ევროს გამოუყოფენ. მათ მოსკოვის მიმართ შეიმუშავეს დამატებითი სანქციების მეცხრე პაკეტი. სხვა ზომებს შორისაა ახალი სია პირებისა, რომლებსაც შეზღუდვები უწესდებათ და ინვესტირების აკრძალვა რუსეთის სამთომომპოვებელ მრეწველობაში.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სანამ სათანადო პასუხს გასცემს, მოსკოვი სიას შეისწავლის.

შეგახსენებთ რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი შეათანხმა,მანამდე აღნიშნავდნენ, რომ მეცხრე პაკეტის შემზღუდავი ზომები შესაძლოა, შეეხოს რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატებისა და მისი ძრავების მიწოდებას. ასევე ძრავების მიწოდების აკრძალვა შესაძლოა, გავრცელდეს იმ ქვეყნებზეც, რომლებსაც ევროკავშირის მოსაზრებით, მისი მიყიდვა შეუძლიათ რუსეთისთვის, მაგალითად, ირანს.

ევროკავშირმა შესაძლოა, სანქციები შემოიღოს რუსეთის სამთომომპოვებელ სექტორში ინვესტიციებთან დაკავშირებით. ასევე გაამკაცროს კონტროლი რუსეთში იმგვარ საქონელსა და სამოქალაქო ტექნოლოგიებზე, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა გამოყენებული იყოს სამხედრო მიზნებისთვის.

ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის შინაარსი, რიკარ იოზვიაკის თანახმად, დღეს, შუადღისთვის უნდა გახდეს ცნობილი.

მანამდე კი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ტვიტერზე დაწერა, რომ “სანქციების მეცხრე პაკეტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო“. ლიეტუვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკომპრომისოდ მკაცრი ზომების გამოყენების მომხრეა.

“სანქციების მეცხრე პაკეტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო. სამწუხაროა, რომ ამდენი დრო უნდა დავხარჯოთ გამონაკლისების განხილვაზე, ვიდრე უფრო ძლიერ სანქციებზე. პოლონეთთან ერთად, ჩვენ შევძელით უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიღწევა, რაც ხარვეზებს ხურავს. ლიეტუვა არჩევანს კარიბჭის ჩაკეტვის სასარგებლოდ გააკეთებს”, – წერს ის.რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რვა პაკეტი მიიღო. არცერთი არ შეიცავს ემბარგოს რუსულ გაზზე. ამავდროულად, რუსეთმა თავად შეწყვიტა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში გაზის მიწოდება, ზოგმა ქვეყანამ კი თვითონ თქვა რუსულ გაზზე უარი.

შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რეგულარულად აწესებენ სანქციებს, რომლებიც კრძალავს ან ზღუდავს რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button