ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ.

მუშები ხელფასების დროულად დარიცხვას, ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე სამი თვეა ანაზღაურებას ვერ იღებენ და იანვრის შემდეგ ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი დაერიცხათ.

დასაქმებულები შრომითი ხელშეკრულებების დადებასაც ითხოვენ. სამშენებლო კომპანია “ალტკომის” ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იანვრის ხელფასი უკვე დაირიცხა, დარჩენილი დავალიანება კი მალე ანაზღაურდება. ამბობენ, რომ ხელშეკრულებები დასაქმებულებთან დადებულია და სამუშაო პირობებიც შესაბამისია.

მსგავსი პოსტები

Back to top button