მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში, კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, 62 წლის პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებული მატანში, 13 სექტემბერს დაფიქსირებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია.

გარდა ამისა, ვისრუსის კიდევ ერთი ახალი კერა, 20 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
ვირუსი 61 წლის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომლის ოჯახის წევრებს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ექიმები ვარაუდობენ, რომ მათ კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს, ამიტომ წყაროს დასადგენად, ინფიცირებულის ოჯახის წევრებს სეროლოგიური კვლევა ჩაუტარდებათ.

ეპიდემიოლოგებმა მოიძიეს და თვითიზოლაციაში გადაიყვანეს პაციენტის 10 კონტაქტი.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსის 37 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ლაგოდეხი -11, მატანი – 16, ველისციხე – 7, სიღნაღი – 2, ყვარელი -1 შემთხვევა.

წაიკითხეთ ასევე

მსგავსი პოსტები

Back to top button