მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ორ მცირეწლოვანს ლაგოდეხში კოვიდ-19 დაუდასტურდა

კოვიდ-19 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორ მცირეწლოვანს დაუდასტურდა. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

“ბავშვები უკვე დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მალე ორივე მათგანს სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ. ლაგოდეხში უკვე ჩამოყალიბდა სამი კლასტერი და სამივე აჭარას უკავშირდება.” – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ნელი ხიზანიშვილი

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსის 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსის პრევენციისათვის, სამედიცინო კარვები დგას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

წაიკითხეთ

 

მსგავსი პოსტები

Back to top button