მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავიდნენ

ევროკავშირი უკრაინაში ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელძღვანელი, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავიდნენ.
კიევში ასევე იმყოფება 14 ევროკომისარი, რომლებიც 3 თებერვალს ევროკავშირი-უკრაინის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენ აქ ერთად ვართ, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი უკრაინას მხარს ისევე მტკიცედ უჭერს, როგორც ადრე და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა“, – დაწერა ტვიტერზე ურზულა ფონ დერ ლაიენმა. როგორც მედია წერს, ევროკომისიის წარმომადგენლები უკრაინის მთავრობაში დღეს თავიანთ კოლეგებს შეხვდებიან, 3 თებერვალს კი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას.

ასევე მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაზრდას, უკრაინული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გაფართოებას, ენერგეტიკული საჭიროებების დაფარვაში ქვეყნისთვის დახმარებას, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, ევროკავშირსა და უკრაინას შორის როუმინგის გარეშე მობილური ზარების ზონის გაფართოებას.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, კიევში ჩავიდა, რათა საკუთარი ქვეყნის დამცველ უკრაინელებს გადასცეს ევროკავშირის მხარდაჭერის უძლიერესი გზავნილი.
ბორელი ტვიტერზე წერს, რომ ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას გაუწია 50 მილიარდი ევროს დახმარება და მის გვერდით დარჩება გამარჯვებისა და ქვეყნის აღდგენისთვის.

დღეს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 24 თებერვალს ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მე-10 პაკეტის დაწესებას აპირებს.
“დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად შემოვიტანთ დამატებით ფასებს რუსეთის ნავთობპროდუქტებზე და 24 თებერვლისთვის, შეჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს.” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
AFP-ის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ არსებული სანქციები რუსეთის ეკონომიკის “კოროზიას” გამოიწვევს და “აბრუნებს თაობით უკან”. მისი შეფასებით, ნავთობის ფასის უკვე არსებული ზღვარი მოსკოვს ყოველდღიურად დაახლოებით 160 მილიონი ევრო უჯდება.ეს არის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც შეერთებული შტატებისა და “დიდ შვიდეულის” (G7) ჯგუფში შემავალი ქვეყნებისგან მომდინარეობს.
Reuters-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების კამპანია “ცოტათი შენელდა” და მისი დაჩქარებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი.

უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით სანქციათა ახალი პაკეტის მზადების შესახებ მანამდე უკვე წერდა “როიტერსი”. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ზომები შეიძლება შევიდეს ამ პაკეტში. ლიეტუვა და პოლონეთი აპირებენ მიაღწიონ სანქციებს რუსეთის ბირთვული სექტორის წინააღმდეგ და ასევე შეუზღუდონ რუსეთს ბრილიანტით ვაჭრობა. მაგრამ რიგმა სხვა ქვეყნებმა ადრე დაბლოკეს სანქციების პაკეტებში ასეთი ზომების ჩართვა.
უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ 2022 წელს მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მსგავსი პოსტები

Back to top button