მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში, პაციენტი, ადგილების არქონის გამო გარდაიცვალა

ადგილების არქონის გამო, ლაგოდეხში, კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის დირექტორი ნუნუ ნოზაძე, რადიო ჰერეთთან საუბარში აცხადებს, რომ ლაგოდეხის „არქიმედეს“კლინიკის ცხელების ცენტრში, სიღნაღის მკვიდრი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცის შესაბამისი მკურნალობა ვერ უზრუნველყვეს.

მოუსმინეთ ნუნუ ნოზაძის ხმას

 

არქიმედეს კლინიკა ლაგოდეხის სამედიცინო დირექტორი ნიკოლოზ ყარალაშვილი რადიო ჰერეთთან ადასტურებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების ფაქტს და მიზეზად კოვიდკლინიკებში ადგილების უქონლობას ასახელებს.

მოუსმინეთ ნუკრი ყარალაშვილის ხმას

 

ყარალაშვილი, პაციენტის თანმდევ დაავადებებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მისი მხრიდან ამაზე საუბარი არ შეიძლება.

მისივე განცხადებით, დღეს ან ხვალ, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკის ცხელების ცენტრს სტატუსი შეეცვლება და ის კოვიდკლინიკად გადაკეთდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button